დღეს, 23 აპრილს, დილის 08:00 საათიდან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში თანამშრომელთა ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება.
როგორც საქართველოს პროფესიული კავშირებიდან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს გაფიცვა, საჭიროების შემთხვევაში 2 კვირის განმავლობაში გასტანს. პარალელურად გაიმართება გრძელვადიანი საპროტესტო მჯდომარე აქცია, სადაც შპს "ჯორჯიან მანგანეზის" რამდენიმე დასაქმებული გამოაცხადებს შიმშილობას. გაფიცვის დროს მოხდება შპს "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოების სრული გაჩერება ფეროშენადნობთა ქარხნის ღუმელების ჩათვლით.
პროფკავშირების განცხადებით, დასაქმებულებმა უკიდურეს ზომებს მას შემდეგ მიმართეს, რაც მათი არც ერთი მოთხოვნა ხელმძღვანელობის მხრიდან არ შესრულდა.
პროფკავშირებმა დასამებულებმა რამდენიმე პუნქტიანი მოთხოვნა ხელმძღვანელობას 20 აპრილს გაუგზავნეს. Mმოთხოვნებს შორის - პროფკავშირების წევრობის გამო სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენა, დასაქმებულთათვის ხელფასების მომატება და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობების გამოსწორება იყო.