აჭარის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და რაიონების გამგებლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაურმა ახალი სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაინტერესებული ბიზნესმენების მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, შეჩერებული და მიტოვებული საწარმოების აღდგენა-ამუშავებას და რეგიონების მოსახლეობის დასაქმებას ემსახურება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების პროექტების შესახებ.