დღეს, თელავში სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენლები რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი კახეთის რეგიონში მყოფ ფერმერებს ვაზის, ატმის და სხვადასხვა კულტურების დაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს. აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს: სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აანაზღაურებს. სადაზღვევო კომპანია ალდაგს აგროდაზღვევის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობაში ალდაგს 3 მილიონამდე ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ფერმერებს დაუფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (40%-დან 60%-მდე).
მაგალითისთვის, ვაზის დაზღვევისათვის, თუ მოსავლის სახით 1 ჰა–ზე უნდა მიიღოს 10 ტონა პროდუქცია, რომლის ღირებულება შეადგენს 12000 ლარს ფერმერს ამ თანხის 5,1% ანუ 612 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს 408 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს, 1 ტონა ყურძნის მოსავლის დაზღვევისთვის, კი ფერმერს მაქსიმუმ 61,2 ლარის გადახდა მოუწევს. 40,8 გადაიხდის სააგენტო
მაგალითისთვის, ატმის დაზღვევისათვის, თუ მოსავლის სახით 1 ჰა–ზე უნდა მიიღოს 23 ტონა პროდუქცია, რომლის ღირებულება შეადგენს 13800 ლარს ფერმერს ამ თანხის 3,4% ანუ 469.2 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს 703.8 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს, 1 ტონა ატმის მოსავლის დაზღვევისთვის, კი ფერმერს მაქსიმუმ 20.4 ლარის გადახდა მოუწევს. 30.6 გადაიხდის სააგენტო
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსთან“ და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ფერმერებს აგროდაზღვევის პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებს საშუალება ეძლევათ სადაზღვევო პრემიის შეღავათიან პირობებში დაფინანსებისთვის მიმართონ კრედოს და საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.