გურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რაიონების გამგებლებს და ოზურგეთის მერს დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაური რეგიონში ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებსა და რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგიონების ეკონომიკური განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.