ოზურგეთში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს.
დაკავება მაშინ მოხდა, როცა ქუჩებში ახალი გუბერნატორის გია სალუქვაძის გამოსახულებიან პოსტერებს აკრავდნენ, რომელზეც ეწერა "მოარიდეთ ბავშვები."
დაკავებულები არიან დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე.
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ დაკავებულები გაიტაცეს.