საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში გურიის რეგიონს ეწვევა.
რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, მთავრობის მეთაური რეგიონში ახლად გახსნილ და მშენებარე საწარმოებს დაათვალიერებს. 10:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურში მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრება. კიდევ ერთ საწარმოს, რომელიც მაისის ბოლოს გაიხსნება, პრემიერი ანასეულში დაათვალიერებს, ხოლო გურიანთაში - ახლად გახსნილი ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას გაეცნობა.
დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა გურიის რაიონების გამგებლებთან.
14:00 საათზე კი, ოზურგეთში, კოლეჯ „ჰორიზონტში“, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდება და რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს. მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ ყველა რეგიონის პოტენციალი შეისწავლა, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში წარმოების განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას