სეპარატისტული დონეცკის რესპუბლიკის მეთაური ალექსანდრე ზახარჩენკო ზაფხულში ყირიმსა და აფხაზეთში დასასვენებლად 3 ათასი ბავშვის გაშვებას აპირებს.
ამის შესახებ მან დღეს დონეცკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
,,ამ ზაფხულს ყირიმში დასასვენებლად 2 ათას ბავშვს გავაგზავნით, ათასი კი აფხაზეთში ჩავა.” - განაცხადა უკრაინელ სეპარატისტთა ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილიდან მიმდინარე ბრძოლებს 6, 2 ათასი ადამიანი ემსხევრპლა.
იუნისეფი-ს მონაცემებით კი, კონფლიქტის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში 491 სკოლა, 4 საბავშვო სახლი და 78 საავადმყოფო დაინგრა და 2 მილიონამდე ბავშვი დაზარალდა.