გორის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, რუსმა ოკუპანტებმა 15 და 18 წლის მოზარდები დააკავეს, მათთან ერთად მყოფი ბაბუა კი რუს სამხედროებს გამოექცათ.
მესაზღვრეებმა ლაშა თანაშვილი და ლევან კოკორიანი მაშინ დაააკვეს, როდესაც სოფლის განაპირას პირუტყვს აძოვებდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და სამართალდამცავი სტრუქტურები.