საქართველოში დაკავებული რუსულ დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის მფლობელი ჯარიმას გადაიხდის. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე ანდრეი ნესტერენკოზე დაყრდნობით იუწყება.
ნესტერენკომ აღნიშნა, რომ რუსულმა ტანკერმა ეკოლოგიური წესები მართლაც დაარღვია.
"ჩვენმა წარმომადგენლებმა, რომლებიც თბილისში აღნიშნულ ფაქტზე მუშაობდნენ, გვიდასტურეს, რომ ტანკერმა ეკონომიკური წესები მართლაც დაარღვია. ქართულმა სასამართლომ ტანკერის მფლობელს ფინასური ჯარიმა დააკისრა. ველოდებით, რომ კომპანია აღნიშნულ ჯარიმას უახლოეს მომავალში გადაიხდის, რის შემდეგაც ინციდენტი, ჩვენი აზრით, ბოლომდე ამოიწურება", - აღნიშნა ლავროვის უწყების წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ზღვის დაბინძურების ფაქტზე 17 აპრილს რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი ტანკერი "შAღAთOV ჩIთY"-ი დააკავა.