სოფელ საკორინთლოს მკვიდრი როინ აბრამიშვილი ცხინვალის ციხეში რჩება. დაკავება კონფლიქტის ზონაში მაშინ მოხდა, როდესაც ორი მამაკაცი ტყეში სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ერთ-ერთმა გაქცევა მოახერხა, 68 წლის აბრამიშვილი კი დააკავეს. ოჯახისთვის ჯარიმის გადახდის თაობაზე ჯერ არ მიუმართავთ. ადგილობრივებთა განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ და ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერტიოტიაზე იმყოფებოდნენ.