18-დან 28 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში ,,სამოქალაქო კვირეული” გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს გააცნობენ საკუთარ საქმიანობას, გაიმართება საქველმოქმედო, მოხალისეობრივი და ადვოკატირების ღონისძიებები.
კვირეულის ბოლოს გაიმართება სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR) პრეზენტაცია.
რეგიონებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/zPwtXA
კვირეული ტარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.