აფხაზეთის დეფაქტო ძალოვან სტრუქტურებში განხეთქილებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სამსახურის დაპირისპირებას ხმაურიანი გადადგომები მოჰყვა. პოსტი დატოვა არაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ. დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ სოხუმში, სასტუმრო რიწასთან მომხდარი შეტაკებისას 4 ადამიანი დაშავდა. 2 მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2 კი დაცვის სამსახურის წარმომადგენელია. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.