უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კონსტიტუციურად სცნო. ეს განცხადება დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე გრიცენკომ გააკეთა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკმაოდ მკაფიო და გასაგებია. ასე რომ ეს საკითხი, იურიდიული თვალსაზრისიდან გამომდინარე კონსტიტუციურია _ იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე", _ განაცხადა გრიცენკომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ყირიმში ყოფნის ვადა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების გადაწყვეტილებით კიდევ 25 წლით გაუხანგრძლივდა.