სპარსეთის ყურეში ირანმა მასიური საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ირანის თავდაცვის მინსიტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, ირანი აპირებს შექმნას რუსული "S - 300"-ის ანალოგიური თავდაცვითი სისტემა, რომელიც საჰაერო, ბალესტიკური და საზღვაო რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება.
"სისტემის ყველა ნაწილის ირანი თავადვე დაამზადებს", - განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-ის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ირანის სამხედრო წვრთნებს. მათი თქმით, ეს ირანის პირველი წვრთნა არ აგხლავთ, თუმცა ამ შემთხვევაში ირანი თავად ცდილობს ყურადღების მიქცევასა და თავისი "სიძლიერის დემონსტრირებას". ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ს აინტერესებს ჩატარდება თუ არა წვრთნები ჰორმუზის რეგიონში, რომელიც ნავთობპროდუქტების მომარაგების მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტრანზიტია.
ამასთან, რეგიონში მყოფმა ამერიკულმა სამხედრო გემებმა ბრძანება მიიღეს თვალი ადევნონ წვრთნებს და ირანელ დივერსანტებს ესკალაციის საშუალება არ მისცენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ ირანის ბირთვულ პროგრამას მხარს არ უჭერს და წლებია ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა არსებობს.