ბრიტანეთში უმუშევართა ოდენობამ 2.5 მლნ ადამიანს მიაღწია, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 8 პროცენტს შეადგენს.
~ბიბისის~ ინფორმაციით, ეს 1996 წლის შემდეგ უმუშვერობის ყველაზე მაღალი დონეა ბრიტანეთში.
აღსანიშნავია, რომ უმუშევართა შორის იმდენი ახლაგზარდაა, რამდენიც არასოდეს ყოფილა.
სამუშაო ადგილებს ვერ პულობენ 16-დან 24 წალმდე ახალგაზრდები. ბევრმა სწავლის გაგარძელება გადაწყვიტა.
~სამუშაო ადგილები არ იქმნება, თუმცა მოთხოვნა მასზე იზრდება. ახალგაზრდები ცდილობენ სწავლა გააგრძელონ, რათა შრომის ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო არ დაზარალდეს~, - აღნიშნავს კადრებისა და განვითარების ინსტიტუტის თანამშრომელი ჯონ ფილოტი.
შრომის ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო, ბევრი ბრიტანეთის ამჟამინდელ მთავრობას ადანაშაულებს, შრომის მინისტრი კი, მიიჩნევს, რომ პრობლემა კრიზისმა შექმნა.