ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში, 9 მაისს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა კულტურის სახლი, რომლის შენობაც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.
სახლის რემონტი რამდენიმე თვის წინ, გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას ინიციატივით დაიწყო და მისი გახსნა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაუკავშირეს.
სწორედ ახლადგახსნილი კულტურის სახლის 230 ადგილიან დარბაზში გაიმართა 9 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა გალის რაიონის მოსაწავლე-ახალგაზრდობამ მიიღო და რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.