ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, 9 მაისს, ოკუპირებულ გალშიც აღნიშნეს.
ამ დღეს ქალაქ გალის ცენტრში რუსეთის სასაზღვრო ჯარის ნაწილმა აღლუმი გამართა და თავისი სამხედრო ტექნიკის დემონსტრაცია მოაწყო.
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და რაიონში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის 9 ვეტერანი ცენტრალურ პარკში მდებარე მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ გალელ ვეტერანებს წარსული ვაჟკაცობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ საპატიო სიგელები და 15 ათასი რუბლის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა.