სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა. როგორც პარტიის ლიდერები განმარტავენ, რაიონის გამგებელი გოჩა დგებუაძე და მაჟორიტარი გურამ მისაბიშვილი კორუფციაში არიან ჩართული, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
ნაციონალები გამგებელს ხალხის მობილიზებაში და დაპირისპირების დაგეგმვაში ადანაშაულებენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გოჩა დგებუაძემ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გუშინ შეხვედრა გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიონში პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. მან ადგილობრივებს მოუწოდა, არ აყვნენ აღნიშნულ პროვოკაციებს.
შგახსენებთ, „ნაცმოძრაობის“ ანტიკორუფციული კომიტეტის წინა შეხვედრა, გურჯაანში შედგა, რასაც პარტიის წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭეერებს შორის მწვავე დაპირისპირება მოყვა.