დღეს, პოლონეთის პროკურატურა სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგებს გამოაქვეყნებს. შესაბამის განცხადებას პოლონელი პროკუროტი დღეს, ვარშავაში ჟურნალისტებს გააცნობს. ამასთან პოლონელი პროკურორი საზოგადოებას აფეთქებული თვითმფრინავის საბორტო ჩანაწერების გაშიფრულ ვერსიას წარუდგენს.
პოლონური ტელევიზიების ინფორმაციით, საჯაროდ მხოლოდ სტენოგრაფიული ვერსია გავრცელდება. პროკურატურა აუდიო ვერსიის გავრცელებას მისი დრამატული შინაარსის გამო მოერიდება.