ფილიპინების დედაქალაქის საერთაშორისო აეროპრტთან ახლოს სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სააგენტო ~ასოშიეტედ პრესის~ ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, შესაძლოა, მის ბორტზე ხანძრის გაჩენა იყოს.
სატვირთო თვითმფრინავი АN-12 გუშინ ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც 4 რუსეთის მოქალაქეა, ერთი უზბეკი, ხოლო ერთი ბულგარელი. მათგან ორი რუსი და ბულგარელი დაიღუპა, დანარჩენი კი, ჰოსპიტალიზირებულია.
პოლიციის თანამშრომელთა თქმით, თვითმფრინავის ელექტრომოწყობილობების სისტემაში მოკლე ჩართვა მოხდა და თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც პილოტებმა დაშვება გადაწყვიტეს.