ცხინვალში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი რუს სამხედროებთან ერთად იზეიმეს. კინოცენტრ „ჩერმენში“ გამართულ კონცერტს მე-4 რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეები ესწრებოდნენ. ცხინვალის პირველ პირებთან ერთად ღონისძიებას დეფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩი ელბრუს კარგიევიც დაესწრო. კონცერტი ტრადიციულად მეორე მსოფლიო ომის ჰიტით, „დენ პობედით“ დასრულდა.