ტალინში დღეს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა გაიხსნება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელები მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ავღანეთის სამშვიდობო მისიის მნიშვნელობაზე, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობის რიგ საკითხებს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც არის მიწვეული, თუმცა ქართველი მინისტრი მეტეოროლოგიური პირობების გამო ტალინში გამგზავრებას ვერ ახერხებს.
ტალინში შეხვედრა 22-23 აპრილს გაიმართება.