რუსეთისა და უკრაინას შორის გაფორმებულმა ორმა ხელშეკრულებამ, რომელიც უკრაინისთვის გაზის ტარიფების დაწევას და ყირიმში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის 2042 წლამდე დარჩენას გულისხმობს, შესაძლოა, უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვიოს და ოპოზიცია გააერთიანოს.
ექსპერტები განმარტავენ, რომ ორივე დოკუმენტი ბოლო წუთას შეთანხმდა და მათი გაფორმება თვით რუსეთის დელეგაციის წევრებისთვისაც კი მოულოდნელი იყო.
საკითხი საბოლოოდ შეთანხმებული სამშაბათსაც არ ყოფილა, როდესაც მხარეები ქვეყნის პრემიერების ვლადიმერ პუტინისა და ნიკოალი აზაროვის დონეზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.
პრუასული ორიენტაციის უკრაინელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ყირიმთან დაკავშირებული საკითხის "დადებითად" გადაწყვეტა ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებულ დაძაბულობას გაანეიტრალერებს.
პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ორივე ხელშეკრულება ოპოზიციის გაერთიანების და ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოების გაწყობის ახალი ტალღის დასაწყისი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით რუსეთის საზღვაო ბაზა ყირიმში 2042 წლამდე დარჩება. რაც შეეხება გაზის საკითხს, მხარეება მიაღწიეს შეათანხმებას, რომ რუსეთი უკრაინას გაზის ფასს შეუმცირებს. ~გაზპრომმა~ და ~ნეფტოგაზმა~ შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმეს.
უკრაინა 330 აშშ დოლარიან 1 000 კუბურ მეტრ რუსული გაზის ფასზე 100 აშშ დოლარიან ფასდაკლებას მიიღებს, ხოლო თუ გაზის ფასი უფრო დაბალი იქნება ფასდაკლება 30 პროცენტის ფარგლებში იქნება.
დაკლებული ფასით "ნეფტოგაზი~ 2010 წელს 30 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზის შესყიდვას შეძლებს, ხოლო მომდევნო წლებში 40 მლრდ კუბურ მეტრამდე.
ფასდაკლება ძალაში მიმდინარე წლის აპრილიდან შევა.