რუსეთი უკრაინას გაზის ფასს შეუმცირებს. ~გაზპრომმა~ და ~ნაფტოგაზმა~ ამის შესახებ შეთანხება დღეს გააფორმეს.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დოკუმნეტი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ხარკოვში გამართული შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა.
უკრაინა 330 აშშ დოლარიან 1 000 კუბურ მეტრ რუსული გაზის ფასზე 100 აშშ დოლარიან ფასდაკლებას მიიღებს, ხოლო თუ გაზის ფასი უფრო დაბალი იქნება ფასდაკლება 30 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული დაკლებული ფასით "ნაფტოგაზი~ 2010 წელს 30 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზის შესყიდვას შეძლებს, ხოლო მომდევნო წლებში 40 მლრდ კუბურ მეტრამდე.
ფასდაკლება ძალაში მიმდინარე წლის აპრილიდან შევა.