საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 5 მაისის საღამოს 20:00 სთ-დან 15 მაისის საღამოს 20:00 საათამდე მარჯვენა გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს (#20/8-862000) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.