რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინაში ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივდა. "ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ყოფნის ვადა 25 წლით გახანგრძლივდა, თან პროლონგაციის 5 წლიანი უფლებით", _ განაცხადა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
შესაბამისად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით ყირიმში დარჩენის უფლება 2042 წლამდე აქვს.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერეს.