რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინაში 2017 წლის შემდეგაც დარჩება. შეთანხმებას ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 2017 წლის შემდეგ დატოვების შესახებ დღეს რუსეთმა და უკრაინამ მოაწერეს ხელი.
დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერეს.