სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტმა სპეციალური დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც 9 მაისს ამნისტია გამოცხადდება. სასჯელთაღსრულების დაწესებულებებს ის პირები დატოვებენ, რომლებიც 3 წლამდე სასჯელს პირველად იხდიან. ამნისტია "სამშობლოს დამცველებსაც" შეეხება, რომლებით საბჭოთა ან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ჯილდოებითა და ორდენებით არიან დაჯილდოვებულნი. საპატიმროს დატოვებენ არასრულწლოვანი ბავშვების დედები, ფეხმძიმე პატიმრები. პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები და ტუბერკულოზით დაავადებულებიც.