ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გაგრის სანაპირო ზოლში ახალი, ერთიანი სანაპირო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო, ამჟამად მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის საკურორტო სეზონისთვის დასრულდება.
მთლიანი კომპლექსის დასამთავრებლად კი მუშაობა მომავალ წლამდე გაგრძელდება.
დღეისთვის ახალ სანაპირო კომპლექსს სასაზღვრო ფორპოსტიდან ტერეშკოვას ქუჩამდე მივყავართ, საბოლოოდ კი, ორმხრივი გასასვლელებით, მთლიანი პერიმეტრის მოწყობა ძველ გაგრამდეა დაგეგმილი.