რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე რეგიონული პროექტები განიხილეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მხარის რწმუნებულებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაურმა გუბერნეტორებისგან მოისმინა ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საგაზაფხულო ხვნა–თესვის სამუშაოების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხებს.