რუსეთის ფედერაციამ ისრაელისგან 15 უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა. ამის შესახებ სამთავრობო კორპორაცია "როსტეხნოლოგიის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩემეზოვის განმარტებით, "როსტეხნოლოგია" ებრაული მხარისგან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას მომავალშიც აპირებს.