არგენტინის უკანასკნელ დიქტატორს 82 წლის რეინალდო ბინონეს 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ სასამართლომ ბინონე დამნაშავედ სცნო 1976-1983 წლებში ადამიანების მოტაცებასა და მათ წამებაში. სასამართლომ ბინონესთან ერთად მისი 56 იმ დროინდელი ხელქვეითიც დამნაშავედ სცნო.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი დიქტატორი ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტი 1982-83 წლებში იყო, თუმცა დანაშაული რომლის გამოც სასამართლომ 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 1976-78 წლებში ჩაიდიანა, როდესაც "კამპო მაიოს" სამხედრო ბაზას ხელმძღვანელობდა.
არგენტინელი ადამიანის უფლებების დამცველების განცხადებით, ამ პერიოდში ბინონეს ბრძანებით 4000 დისიდენტი მოიტაცეს და "კამპო მაიოს" სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათგან ცოცხალი მხოლოდ 50 ადამიანი გადარჩა