აჭარის სურსათის, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს დამატებითი უფლებები მიენიჭა. სამსახური დღეიდან იმ სერთიფიკატებისა და ნებართვების გაცემა შეუძლია, რისი უფლებაც აქამდე არ ჰქონდა.
ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის ნებართვებს დღემდე აჭარელი მეწარმეები ფოთსა და თბილისში იღებდნენ, რაც ბიუროკრატიულ ბარიერებთან ერთად, ზედმეტი დროის ხარჯვასაც იწვევდა.
აჭარისთვის გარკვეული ადმინისტრაციული უფლებამოსილების მინიჭების საკითხი რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ ცენტრალურ ხელისუფლებაში გასულ კვირას დააყენა, რაც საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა.
აჭარის სურსათის, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ პირველი სერთიფიკატების გაცემას დღეს ვარშალომიძე თავად დაესწრო.