ისლანდიაში 14 აპრილს ამოფრქვეულ ვულკანს, რომლის შედეგად გაჩენილი კვამლის გამო ევროპაში 60 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, შესაძლოა ახალი სახელი დაარქვან. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, ბრიტანელმა ენათმეცნიერებმა უკვე დაიწყეს იმ სიტყვის ძიება, რომელიც ინგლისურ ლექსიკონში ვულკან Eყჯაფჯალლაჯოკულლ - ს დაექმევა. ბრიტანელი სპეციალისტების განცხადებით, ისლანდიური ვულკანის სახელის წარმოთქვა ძალაიან ძნელია და მათი ინფორმაციით, ამ სიტყვის წარმოთქვა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უჭირით. ამიტომ ექსპერტები ინიციატივით გამოდიან ისლანდიურ ვულკანს ახალი სახელი დაერქვას.
"დაველოდებით როდემდე გააგრძელებს ვულკანი ევროპული საჰაერო სივრცის ოკუპირებას და რეალურად რა ზარალს მიაყენებს ევროპის ეკონომიკას. სწორედ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ მის ახალ სახელზე", - აცხადებნ ბრიტანელი ენათმეცნიერები.
ბრიტანელი ექსპერტები ამის მაგალითად, 2004 წელს, აზაიში წარმოქნილი ცუნამის ასახელებენ, რომლის შედეგადაც 245 000 ათასი ადამიანი დაიღუპა და რეგიონის ეკონომიკას უდიდესი ზარალი მიაყენა. ხსენებულ ცუნამის ენათმეცნიერებმა "ეკონომიკური ცუნამი" უწოდეს, რადგან მისი პირველადი სახელის წარმოთქმა ყველას უჭირდა.