ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურბანბეკ ბაკიევი რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტიდან თავის გადადგომას არ აღიარებს და მზადაა კანონის წინაშე აგოს პასუხი.
ამას გარდა, ბაკიევი დღეს პრესისათვის გაკეთებულ თავის განცხადებაში მოუწოდებს მსოფლიოს ლიდერებს არ აღიარონ ყირგიზეთის დროებითი მთავრობა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურბანბეკ ბაკიევი ამჟამად ოჯახთან ერთად ბელორუსში იმყოფება. როგორც ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ განაცხადა, ბაკიევს "ბელორუსის სახელმწიფო და პირადად ის იცავს".