რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 10:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ხარაგაულში ახალ სამედიცინო პუნქტს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
ასევე დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა წყალტუბოში,სადაც 11:30 საათზე, მთავრობის მეთაური ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და წყალტუბოს განახლებულ სამკურნალო აბაზანებს დაათვალიერებს, ასევე გაეცნობა ცივ ტბაზე მოწყობილ ინფრასტრუქტურას.
პრემიერ-მინისტრი რეგიონში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, შეხვედრას გამართავს რეგიონის გუბერნატორსა და იმერეთის რაიონების გამგებლებთან, რის შემდეგაც, 14:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ ბიზნესწრეების წარმომადგენლებს იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს.
პროექტი „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რეგიონებში წარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.