საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, 89 წლის ხუან ანტონიო სამარნჩი გულის შეტევით ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ 'სი-ენ-ენი" იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, სამარანჩის მდგომარეობა მძიმეა და მისი ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამარანჩი გულის შეტევის გამო უკვე მესამედ მოხვდა საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, რომ ხუან ანტონიო სამარანჩი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს 1980-2001 წლებში ხელმძრვანელობდა და მას შემდეგ, რაც პიერ დე კუბერტენის ინიციატივთ წინა ასწლეულის დასაწყისში ოლიმპიური თმაშები აღსდაგა, სამარანჩი ოლიმპიადის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთსო პრეზიდენტად ითვლება. ამასთან, საყოველთაო აზრით ოლიმპიადა ფინანსურად მომგებიანი სწორედ სამარანჩის პრეზიდენტობის დროს იქცა.