ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2039-დე გაიზარდა, ამასთან 175 ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითლება და დაშავდა 12.000-ზე მეტი ადამიანი. Aმის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი" იუწყება.
ჩინეთი დაღუპულების გლოვას განაგრძობს, დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი ჯიეგუ დაზარალდა, სადაც შენობების 90%-ზე მეტი დაინგრა და მოსახლეობა პრაქტიკულად საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩა.
ამასთან ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა, დალაი ლამამ თხოვნით მიმართა ჩინეთის ხელისუფლებას, რათა ნება დაერთოთ მისთვის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პროვინციაში შესულიყო და ადამიანებს დახმარებოდა, თუმცა "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ მისი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 14 აპრილს ჩინეთში 6,9-მაგნიტუდიანი მიწისძვრა მოხდა.