"ნაციონალური მოძრაობა" დღეს გურჯაანში მასშტაბურ აქციას აღარ გამართავს. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ინფორაციით, აქციის გაუქმების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი კონტრაქცია გახდა. ღვინიაშვილის სიტყვებით, ის გურჯაანელებს შორის დაპირისპირებას არ დაუშვებს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა ბრძოლას ანტიკორუფციული კომისიის ფარგლებში გააგრძელებს. კონტრაქციას დაგეგმვას გურჯაანის გამგებელი კატეგორიულად უარყოფს.