აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დეფაქტო ადგილობრივ ხელისუფლებას არ ენდობა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ეროვნული ანტიკორუფციული კომიტეტის კვლევის შედეგებს გამოცემა აპსნი.რუ აქვეყნებს. აპრილის პირველ კვირაში შვიდივე რაიონში 520 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულთა 82 პროცენტის აზრით, აფხაზეთს კორუფცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის. 84 პროცენტი არ ენდობა სახელისუფლებო ორგანოებს, 85 პროცენტი კი უნდობლობას უცხადებს ადგილობრივ ხელისუფლებას.