ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ბაკიტა ალიმბეკოვი შეასრულებს.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, ყირგიზეთის შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბოლოტ შერნიაზოვი მისმა პირველმა მოადგილემ დროებით ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების გამო დატოვა.
"შსს-ს მინისტრმა ბალოტ შერნიაზოვმა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების გამო ერთ თვიანი შვებულება აიღო. მის მოვალეობას კი ამ ხნის განმავლობაში მისი პირველი მოადგილე ბაკიტა ალიმბეკოვი შეასრულებს", - აცხადებენ ყირგიზეთის შსს-ში.
აღსანიშნავია, რომ მოროდიორობის წინააღმდეგ ყირგიზეთის შსს-მ ცეცხლის გახსნის ბრძანება კვლავ ძალაში დატოვა.