ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მიიღო. მანამდე დეფაქტო პარლამენტმა სანაკოევს უნდობლობის ვოტუმი 2-ჯერ გამოუცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთთან ინტეგრაციის გაფართოვების წინააღმდეგ გამოდიოდა.