პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამისთვის საჭიროა თანამდებობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვოს.
,,საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ის შეცვლის შემდეგ, ამ შემთხვევაში ეს არის 7 მინისტრი საჭიროა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება. თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა ბუნდოვანი რეგულირება გვაქვს”, _აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუში მენაბდე.
მისივე განცხადებით, კონსტიტუციაში არსებობს ორი ნორმა როლის თანახმად, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი, მეორე ნორმის მიხედვით, კი პრემიერი.
,,კონსტიტუციაში გვაქვს ორი ნორმა:-ერთში წერია რომ მთავრობის შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი, მეორეში წერია, რომ პრემიერი. ამიტომ უახლოეს დღეებში სადავო საკითხი გახდება ვინ უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს პრეზიდენტმა, თუ პრემიერმა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუში მენაბდემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი მეექვსე მინისტრია ვინც თანამდებობის დატოვების შესახებ პრემიერს მიმართა.