პროკურატურა უცხო ქვეყნებიდან ექტრადირების საკითხზე "აიდიეფაის" კვლევას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" დასკვნის გაკეთების დროს მხედველობაში არ მიუღია ექსტრადიციის მიმდინარე საქმეები და არ უხელმძღვანელია ექსტრადიციების დაკმაყოფილებაზე უარის სტატისტიკური მაჩვენებლით, რაც უფრო რელევანტურად ასახავდა თანამშრომლობის წარმატებულობასა თუ წარუმატებლობას. ორგანიზაცია დასკვნის გაკეთების დროს ასევე არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რა იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექსტრადიციაზე უარის მიზეზი. აქედან გამომდიანრე, მთავარი პროკურატურა ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს 2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 16 აპრილამდე მდგომარეობით საზღვარგარეთ გაგზავნილი ექსტრადიციების შესახებ შუამდგომლობების დეტალურ ინფორმაციას. განცადაბაში ასევე ნათქვამია, რომ მონაცემები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, საბოლოო არ არის, რასაც უწყება იმით ხსნის, რომ ძებნილ პირთა მიმართ წარმოებული საექსტრადიციო პროცედურები დროში საკმაოდ გაწელილია და იგი შესაძლოა თვეობით, ხშირ შემთხვევაში კი წლობითაც გაგრძელდეს. "აღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოო მაჩვენებელზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის შესახებ,"– ნათქვამია განცხადეაბში.