კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ჩასახლებული დევნილების საკუთრებაში არსებული მიწის ფართობების გასარწყავების გასაუმჯობესებლად სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტს ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით ორგანიზაცია ,,გაეროს სასურსათო პროგრამა" ახორციელებს. პროექტი 700 გრძივ მეტრზე სამი ვერტიკალური და სამი ჰორიზონტალური, უმოქმედო არხის გაწმენდას და ჭაობის წყლის არხში ჩაწურვას ითვალისწინებს. წყლის ნაკლებობის შემთხვევაში შესაძლებელია მდინარე თეძამიდან გამომავალი ე.წ. `ნიაბურა~-ს არხის შეერთებაც, რაც დებეტის გაზრდას უზრუნველყოფს.
,,გაეროს სასურსათო პროგრამა" აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და დევნილებს ჩასახლების დღიდან აქტიურად ეხმარება. იქიდან გამომდინარე, რომ მეტეხოს მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე და მოწეულ მოსავალზეა დამოკიდებული ადგილობირივმა ხელისუფლებამ ორგანიზაციის წინაშე დასვა აღნიშნული არხის მოწესრიგების აუცილებლობის საკითხი, რათა რწყვის პერიიოდში პრობლემები არ ჰქონოდა ხალხს", _ აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ხაჩირაშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დევნილები დასაქმდებიან და ფულად ანაზღაურებასაც მიიღებენ.
პროგრამა ორ თვიანია. პროექტის ღირებულებაა 4965 ლარია.
გასულ წელს, ,,გაეროს სასურსათო პროგრამის" ხელშეწყობით გაიწმინდა სარწყავი არხი. აღნიშნულ სამუშაოებზე დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. საზღაურად გაერომ მოსახლეობაზე სურსათი, ხოლო დევნილებზე ფულადი თანხები გასცა