მოსკოვი და სოხუმი აფხაზეთის დეფაქტო საბიუჯეტო დაწესებულებებში მომუშავეთა ხელფასებისა და პენსიების გაზრდაზე შეთანხმდნენ. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი რუსეთის შრომისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრმა მაქსიმ ტოპოლინმა და აფხაზეთია არაღიარებული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ამრა კვარანძიამ მოაწერეს. ხელშეკრულება ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სოხუმს პენსიებისა და ხელფასების გასაზრდელად ნახევარი მილიარდი რუბლი გამოეყოფა.