რუსეთი აფხაზეთს ნახევარ მილიარდ რუბლს გამოუყოფს. ამის შესახებ ტეკეკომპანია "დოჟდი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თანხა დეფაქტო რესპუბლიკაში ხელფასებისა და პენსიების გაზრდას მოხმარდება. დღესვე აფხაზეთში მცხოვრები რუსების პენსიებით უზრუნველყოფის შესახებ დოკუმენტს ხელს რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი მაქსიმ ტოპოლინი და აფხაზეთის შრომის დეფაქტო მინისტრი სურენ კერსელიანი მოაწერენ. მოგვიანებით კი დეფაქტო ფინანსთა მინისტრი ამრი კვარანძია რუსეთის შრომის მინისტრთან ერთად აფხაზეთის ჯანდაცვის, განათლებისა და სოცმუშაკების ფინანსური უზრუნველყოფის ხელშეკრულებას გააფორმებს.