სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტი კიდევ ერთხელ შეეცდება. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება. საკითხს განსახილველად ჯერ პრეზიდიუმზე გაიტანენ, შემდეგ კი უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი პარლამენტის სხდომაზე განიხილება. დავით სანაკოევისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით პარტია „ერთიანი ოსეთი“ გამოდის.