დღეიდან, 20 აპრილიდან, პროფკავშირები ზესტაფონსა და ჭიათურაში გამაფთხილებელ გაფიცვებს დაიწყებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის 600-მდე თანამშრომელი გაიფიცება.
მათივე ინფორმაციით, გაფიცვის პერიოდში მხოლოდ მუდმივპროცესში მყოფი დანადგარები არ გაჩერდება და მასზე მომუშავეები არ გაიფიცებიან.
"გაფიცვის მიზეზი ბოლო დროს გახშირებული უბედური შემთხვევები და საწარმოო ტრავმებია. პროფკავშირებმა და მაღაროელებმა გახშირებული დევნის ფაქტების გამო ერთობლივი ზომების მიღება გადაწყვიტეს~, _ აცხადებენ პროფკავშირის გაერთიანებაში.