,,,თავისუფალი დემოკრატები” სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც შეისწავლის რა პირობებში როგორ დაიდო მემორანდუმი საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შეიარაღების გადმოცემაზე .როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა ამ მიზნით ,,თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში შეიტანენ სპეციალურ მოთხოვნას რომელიც შეისწავლის რა პირობებში როგორ დაიდო ეს მემორანდუმი და რა დააკლდა საქართველოს იმით რომ შეთანხმება გაფორმებული არ არის.
,,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა პრესკონფერენციაზე ისიც განმარტა თუ კონკრეტულად რას მიიღებდა საქართველო საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოების შეიარაღების გადმოცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
,,მე ვერანაირ დეტალს ვერ გავამხელ თუ რა ტაქტიკური, ოპერატიული საშუალებები იქნებოდა განლაგებული საქართველოში ამ შეთანხმებით, მაგრამ გეტყვით თუ რისგან შეგვეძლებოდა თავდაცვა, თუკი საქართველოში ეს შესაძლებლობები განთავსდებოდა. Pპირველი მინდა ვთქვა, რომ ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ყველა სახის ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენს საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე, სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სივრცეზე, გარდა ამისა რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2008 წლის აგვისტოს ომში ნათლად დადასტურა ეს საფრთხე, ჩვენ მოგვეცემოდა შესაძლებლობა გავმკლავებულიყავით როგორც არის საშუალო და მოკლე ზომის ბალისტიკური იარაღები როგორიც არის ე.წ ისკანდერი, ასევე სხვა სარაკეტო სისტემები რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ამ ოცი წლის განმავლობაში არა ერთხელ გამოიყენა მოწინაღმდეგემ. როდესაც თავდაცვის სამინისტროში მივედი და ჩვენს სამხედროებთან ერთად დავიწყე თავდაცვით სტრატეგიაზე ზრუნვა პირველი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ის, რომ შეგვექმნა ისეთი თავდაცვითი სისტემა რომელიც საშუალებას მისცემდა ჩვენს სახმელეთო ძალებს აუცილებლობის შემთხვევაში ეფექტურად დაეცვათ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხი”, _განაცხადა ალასანიამ.
ალასანიას განცხადებით, საფრანგეთთან გასაფორმებელი საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულება რაც მთავარია ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვებოდა.
,, ჩვენ გვქონდა შეთანხმება მიღწეული, რომ გადახდას ჩვენი ქვეყანა დაიწყებდა მას შემდეგ რაც მოხდებოდა სრულად მონტაჟი საჰაერო სისტემის და ეს ქვეყანას გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდებოდა”, _განაცხადა ალასანიამ.